ალჟირში, ბლიდას პროვინციაში, ქალაქ ბუფარიკის აეროპორტის მახლობლად სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. სულ სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 200-მდე მგზავრი იმყოფებოდა.