ოსტეოპოროზი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ძვლის ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება. იგი თანდათან ვითარდება და დროთა განმავლობაში პროგრესირებს, შედეგი კი კიდურებისა და ხერხემლის ხშირი მოტეხილობებია. ოსტეოპოროზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შედეგი ბარძაყის ყელის მოტეხილობაა. ოსტეოპოროზის განვითარებაზე ორი ძირითადი ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება უმართავი ფაქტორები, როგორიცაა ორგანიზმის ბუნებრივი დაბერების პროცესი, გენეტიკური განწყობა, გარკვეული მედიკამენტების მიღება, რიგი ენდოკრინული დაავადებები, კიდურის ხანგრძლივი იმობილიზაცია. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება დაუბალანსებელი კვება, სხეულის მცირე მასა და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა. პროფილაქტიკის საშუალებით შესაძლებელია პროცესის შენელება. პროგრესირებადი ოსტეოპოროზის მედიკამენტებით განკურნება, დღეისათვის შეუძლებელია. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყნის ექიმებს მოუწოდებს ამ დაავადების პროფილაქტიკისკენ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ადამიანის ორგანიზმის ძვლოვანი ქსოვილის დასუსტების შეჩერება.