17:56
22 აგვისტო, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
იცოდით, რომ ცხვირის ღრუს გამორეცხვა ისეთივე აუცილებელია, როგორიც კბილების გახეხვა - ამ ყოველდღიურ პროცედურაზე უფრო მეტი გაიგეთ ვიდეოდან
22-01-2019

ცხვირი დღე-ღამეში 17 ათას ლიტრ ჰაერს ატარებს. ჩასუნთქულ ჰაერში მოტივტივე მიკროორგანიზმების 60% ცხვირის ღრუში ილექება. დიდი ქალაქის მკვიდრი ყოველდღიურად დაახლოებით 500 მილიარდ მტვრის ნაწილაკს ჩაისუნთქავს.

გარემოს არასასურველი ზემოქმედების შემცირებაში დაგვეხმარება ცხვირის ღრუს რეგულარული გამორეცხვა. მაგალითად, ბაქტერიებსა და ვირუსებს ცხვირის ღრუდან ორგანიზმში შესაჭრელად 4-8 საათი სჭირდებათ და თუ მათ მანამდე მოვიშორებთ, დაავადება უბრალოდ აღარ განვითარდება. ამრიგად, ცხვირის ღრუს გამორეცხვა პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების სეზონზე.

ირიგაციული თერაპიით შესაძლებელია ალერგენებისა და ყველა სხვა მავნებლის მოცილება ლორწოვანის ზედაპირიდან. ცხვირის ღრუს გამორეცხვა ისეთივე აუცილებელი პროცედურაა, როგორიც კბილების გახეხვა. არსებობს ცხვირის გამორეცხვის რამდენიმე მეთოდი. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეფექტურია ცხვირის სრული მოცულობითი გამორეცხვა. ამ დროს სითხე მთლიანად ავსებს ცხვირის ღრუს და ასუფთავებს ლორწოვანის ყველა ნაკეცს მთელ სიგრძეზე. აეროზოლის ან სპრეის ნაკადი მხოლოდ ცხვირის წინა ნაწილს წმენდს, სრული მოცულობითი გამორეცხვა კი მთელი ცხვირის ღრუს გამოსუფთავების საშუალებას გვაძლევს. ცხვირის ღრუს გამოსარეცხად უმჯობესია შევიძინოთ მზა ხსნარები.


AutoPlay
"ავერსმა" "მტრედი ბარათის" გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადასცა
30-07-2019
"IDEA" - სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო აკადემია უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის
28-07-2019
მეცნიერები: თითქმის ყველას შეუძლია შეამციროს დემენციის რისკი - 200 ათასი ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგები
26-07-2019
გარგარი შეიცავს ნაერთს, რომელიც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის - სპეციალისტები მის გადაჭარბებული დოზით მიღებას მაინც არ გვირჩევენ
25-07-2019
პროდუქტები, რომლებიც ყველაზე სასარგებლოა ზაფხულში
24-07-2019
რისი მანიშნებელია წითელი ხელისგულები - თუ მყარად მიიღო წითელი შეფერილობა, ეს სერიოზული სიგნალია
23-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
Tea
23-01-2019
Romeli xsnarit sheidzleba gamourecxot patarebs cxviri?
სხვა სიახლეები