მოწევისას წვის პროდუქტები თავდაპირველად პირის ღრუში ხვდება. შესუნთქული ჰაერის ტემპერატურა 40-60 С-მდეა. წლის ცხელ პერიოდშიც კი გარემოს ტემპერატურასთან სხვაობა ათეული გრადუსია. ზამთარში კბილის მინანქარზე, ღრძილებზე, სანერწყვე ჯირკვლებზე და პირის ღრუს სისხლძარღვებზე ტემპერატურული ზემოქმედება ძალიან დიდია. ტემპერატურის სხვაობა ფიტავს მინანაქარს და მასზე წარმოიქმნება ბზარები, ასევე ზიანდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, სისხლძარღვები ფართოვდება, ხოლო ნერწყვში, რომელიც მწეველებში ჭარბად გამომუშავდება, იხსნება მრავალრიცხოვანი კანცეროგენი და სიგარეტის წვის პროდუქტები.ნერწყვთან ერთად ეს ყველაფერი ხვდება საყლაპავში, შემდეგ კუჭსა და ნაწლავებში, იწვევს რა მათი კედლის გაღიზიანებას, გასტრიტსა და წყლულს. გინგივიტი, პაროდონტიტი კი მწეველების მუდმივად თანხმლები პრობლემებია.