ოქტოპუს ვულგარის, ანუ რვაფეხა გავრცელებულია ოკეანების და ზღვების ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყელებში. ადრე მეცნიერები თვლიდნენ რომ წყლის ამ ბინადარს თავზე ქონდა 8 გრძელი ფეხი, სახელიც აქედან წარმოიქმნა, თუმცა აღმოჩნდა რომ რვაფერხას 8 ხელი აქვს და არა ფეხი.
რვა კიდურზე ასობით მისაწოვარია ჩამწკრივებული, რაც რვაფეხებს სხვადასხვა ნივთის ოსტატურად გამოყენების საშუალებას აძლევს. ეს განასხვავებს მათ დელფინის მსგავსი ძუძუმწოვრებისგან, რომლებიც, მთელი თავისი გონიერების მიუხედავად, ანატომიურად მაინც შეზღუდულები არიან.
რვაფეხა ერთ-ერთია ყველაზე ინტელექტუალ ცხოველებს შორის, მას შეუძლია საცეცებიდან მელანი გამოტყორცნოს მტრის მოსაგერიებლად. რვაფეხას საცეცების სიგრძე შეიძლება რამოდენიმე მეტრს მიაღწიოს. მას აქვს სამი გული დამოლურჯო სისხლი ასევე რთული აგებულების თვალები. რის გამოც უფრო ძუძუმწოვართა კლასს მიაკუთვნებენ ვიდრე ზღვის ქმნილებას. თვისი ელასტიური სხეულის მეშვეობით რვაფეხას შეუძლია მარტივად დაუსხლტეს მტაცებლებს, ასევე მას შენიღბვის უნიკალური უნარი აქვს,როდესაც რვაფეხა გრძნობს საფრთხეს მას შეუძლია წყალქვეშა კლდეს ან ქვიშას და მცენარეებს ისე შეერწყას ,რომ ფაქტიურად უჩინარი ხდება.
მეცნიერების მტკიცებით, რვაფეხა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბინადარია, ისინი დინოზავრების გადაშენებამდეც ბინადრობდნენ ჩვენს პლანეტაზე,
დღეისთვის რვაფეხას მრავალფეროვან ჯგუფში 300 ზე მეტი სახეობაა,მათ შორისაა წყნაროკეანური გიგანტური რვაფეხა, რომელიც 100 კილომდე იწონის ასევე არსებობს ჯუჯა რვაფეხა ,რომელიც შეიძლება 300 გრამს იწონიდეს.