მართალია, კატისებრთა ოჯახს და პანტერას გვარს მიკუთნებული ჯიქი, რომელსაც ხშირად ლეოპარდსაც უწოდებენ. ლეგენდის თანახმად, პანტერასა და ლომის ჰიბრიდია, მისი სახელი კი, ორი ბერძნული სიტყვის leōn და pardos შერწყმით წარმოიშვა, მაგრამ თანამედროვე მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ცხოველი აბსოლუტურად დამოუკიდებელ სახეობას წარმოადგენს, სახელი კი, ინდური სიტყვის "პანდარაბას“ წყალობით შეიძინა, რაც "ყვითელ ფერს" ნიშნავს.