სან-დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ადამიანის "ცხოველქმედების საბოლოო პროდუქტების" კომპონენტთა სრული გენეტიკური ანალიზი მოახდინეს და გაარკვიეს, რომ ისინი შეიცავს 1200 სხვადასხვა სახეობის ვირუსს, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი უკვე შესწავლილია და 500 სახეობის ბაქტერიას. ამ მიკროორგანიზმების უმრავლესობა ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხოათავად მკვლევარები ფიქრობენ, რომ მათი აღმოჩენა ვირუსოლოგიისა და მიკრობიოლოგიის პროგრესულ განვითარებას გამოიწვევს.