სექტემბერში საფრანგეთში იტალიურმა ყველმა, მოცარელამ გაყიდვებით ფრანგულ კამამბერს პირველად გადაუსწრო. Le Figaro წერს, რომ მანამდე რბილი ყველი, კამამბერი ყოველთვის უფრო პოპულარული იყო.
კამამბერის მწარმოებელთა ნორმანდიული კავშირის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, საფრანგეთში 29 230 ტონა კამამბერი და 33 170 ტონა მოცარელა გაიყიდა.
კავშირის პრეზიდენტის ვარაუდით, ეს შესაძლოა, ყველის მოხმარების ტრადიციით იყოს გამოწვეული. მაგალითად, კამამბერს უფრო ხშირად ყველის თეფშზე მიირთმევენ და რესტორნებში მოიხმარენ, მოცარელა კი მარტივად მოსამზადებელ ბევრ კერძში შედის.
კამამბერის მწარმოებელთა ნორმანდიული კავშირის პრეზიდენტი ინდუსტრიის მომავლის გამო შეშფოთებულია, რადგან კამამბერის წარმოება საფრანგეთში 1980-იანი წლებიდან განახევრდა.