1900 წელს დაარსებული საფეხბურთო კლუბი - პალერმო, ოფიციალურად გაკოტრდა. პალერმოს" ყოფილი მფლობელის, მაურიციო ძამპარინის ვაჟმა, 10 მილიონი ევროს გადახდის შეთავაზება გააკეთა, მაგრამ ეს თანხა ვალების გადასახდელად საკმარისი არ აღმოჩნდა. სასამართლომ "პალერმოს" ლიკვიდაციის თაობაზე პროკურორების მოთხოვნა მიიღო. 2018/19 წლების სეზონი "პალერმომ" სერია B-ში დაასრულა, თუმცა ფინანსური დარღვევების გამო ლიგიდან გარიცხეს. ზაფხულში კი კიდევ ერთი ახალი გუნდი "პალერმო" შეიქმნა, რომელმაც სერია D-ში დაიწყო ასპარეზობა.