იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე მდებარე პატარა ქალაქ ოლოლაიში მიტოვებულ სახლებს 1 ევროდ ყიდიან. ქვის სახლების გასხვისება გარკვეული პირობით ხდება. კერძოდ, სახლის ახალმა მფლობელმა მისი რემონტი სამ წელიწადში უნდა დაასრულოს, რაც დაახლოებით 20-25 ათასი ევრო ჯდება. ასეთი მიდგომით ქალაქი ცდილობს, რომ ნანგრევებად ქცევას გადაურჩეს და პირვანდელი იერსახე შეინარჩუნოს. ცნობისთვის, ბოლო 50 წლის განმავლობაში ოლოლაის მოსახლეობა 2 ათას 250-დან ათას 300-მდე შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი კი ახალგაზრდების დიდ ქალაქებში მიგრაცია გახდა.