იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი "მილანსა" და "იუვენტუსს" შორის 1:1 დასრულდა. მატჩის პირველი გოლი ანტე რებიჩის ანგარიშზეა. ხორვატმა შემტევმა საკუთარი გუნდი 61-ე წუთზე კასტილიეხოს პასით დააწინაურა. საპასუხო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომლის დარტყმულიც ხელზე კალაბრიას მოხვდა, 11 მეტრიანი დაინიშნა და პორტუგალიელმა მიღებული შანსი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ზედიზედ მერვე მატჩში გაიტანა და წელს მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ისევე, როგორც გაძევებული თეო ერნანდესი, საპასუხო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 4 მარტს ტურინში გაიმართება.