"საფრანგეთში ძალიან ცუდი მთავრობა და ძალიან ცუდი პრეზიდენტი ჰყავთ" - ამის შესახებ იტალიის შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა. მინისტრის თქმით, "ფრანგი ხალხი უკეთეს იმსახურებს" და მათ შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი სურვილი ევროპარლამენტის არჩევნებზე დააფიქსირონ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მატეო სალვინი ემანუელ მაკრონს უპირისპირდება. 7 იანვარს იტალიის შს მინისტრმა კომენტარი გააკეთა "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის საპროტესტო აქციებზე. "მხარს ვუჭერ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, რომლებიც იმ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს" - განაცხადა სალვინიმ. ამას გარდა, იტალიის ვიცეპრემიერმა საფრანგეთი აფრიკიდან მიგრაციის გამოწვევაში დაადანაშაულა. კერძოდ, ლუიჯი დი მაიომ ევროკავშირს მოუწოდა სანქციები დაუწესონ პარიზს აფრიკაში მისი პოლიტიკის გამო.