იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი მოითხოვს, რომ EURO 2020-ის ფინალი, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, ლონდონის ნაცვლად რომში ჩაატარონ, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„მხარს ვუჭერ, რომ ფინალი არ უნდა ჩატარდეს იმ ქვეყანაში, სადაც დაინფიცირების რისკი ძალიან დიდია”, - აღნიშნა დრაგიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადეს, რომ უფრო ადვილად გავრცელებადი „დელტა“ ვარიანტის გამო, საფეხბურთო მატჩების ორგანიზებისას სიფხიზლის გამოჩენაა საჭირო.