ავტომობილების მარკის რაოდენობა მსოფლიოში 2000-ს აღემატება. დღეს მათი საჭიროება, ფუნქცია და კომფორტის სხვა დეტალები მწარმოებლის ცოდნას დაფუძნებული ინდივიდუალური შეთავაზებაა მომხმარებლის ფართო სპექტრზე. თუმცა საუკუნით უკან თუ დავიხევთ, როდესაც ავტომობილი ჯერ კიდევ ფუფუნების საგნად ითვლებოდა და მხოლოდ შეძლებულთა პრეროგატივა იყო - მათი წარმოების სირთულეებიდან გამომდინარე გასაგები ხედება იმ პერიოდში უკონკურენტო სიმაღლეების მიღწევა რა ძალისხმევას, შრომასა და ნიჭს ეფუძნებოდა. რამდენიმე კომპანია, რომელიც მაშინდელ ბაზარს ინაწილებდნენ აწარმოებდნენ როგორც საგზაო მსუბუქ მანქანას, აგრეთვე რბოლისთვის განკუთვნილ სპორტულ ავტომობილებსაც, და ეს სპორტი, თანმხლები რისკის მიუხედავად ყოველთის დიდ ინტერესს იწვევდა და ახლაც პოპულარულია.
ასე, ერთ-ერთ რბოლაზე, იტალიის პატარა ქალაქში 10 წლის ბიჭის გონებაში ოცნება დაიბადა რამაც მსოფლიოს სპორტულ მანქანებს შორის ალბათ ყველაზე ძვირფასი ბრენდი დაუტოვა. ავტომობილით დაწყებული კომპანია, რომლის წითელი ფერი და ლოგოტიპად უკანა ორ ფეხზე მდგარი შავი ცხენი პირდაპირ ასოცირდება ფუფუნებასთან. ენცო ფერარის უკვდავი სახელი და ბრენდის განვითარების გრძელი გზა.