იტალიელმა პოლიტიკოსებმა მხარი დაუჭირეს რადიკალურ ცვლილებებს პარლამენტში, რაც იმას გულისხმობს, რომ მათი მესამედი სამსახურს დაკარგავს.
რეფორმის მიხედვით, რომელიც ქვედა პალატამ ერთხმად დაამტკიცა, პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 945-იდან 600-მდე მცირდება. იტალიის პრემიერ-მინისტრი, გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს "იტალიისთვის ისტორიული დღეა".
გავრცელებული ინფორმაციით, შემცირება დღიურად 300 000 ევროს დაზოგავს. ცნობისთვის, იტალიის მთლიანი დავალიანება მისი მშპ-ს დაახლოებით 130%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებს შორის, სესხის უფრო მაღალი ტვირთი მხოლოდ საბერძნეთს აქვს.