იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომები გაამკაცრა. მათი გადაწყვეტილებით, სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ქვეყანაში ყველა სახის მაღაზია და დაწესებულება დაიხურა. იქამდე კი, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა, რომელიც 3 აპრილამდე გაგრძელდება.
ბოლო მონაცემებით იტალიაში კორონავირუსს 827 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირების შემთხვევები კი 12 462-მდე გაიზარდა.