იტალიის ქალაქ გენუაში აგვისტოში ჩანგრეულ ხიდს, ცნობილი არქიტექტორი აღადგენს. არქიტექტორი რენცო პიანო თანახმაა 200 მილიონევროიან პროექტში მონაწილეობა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ რენცო პიანოს მიერ ბევრი ცნობილი შენობააა აგებული. მათ შორის პარიზში პომპიდუს ცენტრი და ნიუ-იორკში უიტნის მუზეუმი. 81 წლის რენცო პიანოს თქმით, ახალი ხიდი იქნება ფოლადისგან აგებული თეთრი სტრუქტურა, რომელიც ათას წელს გაძლებს. ევრონიუსის ცნობით, როგორც გენუას მერმა განაცხადა, ხიდის რეკონსტრუქციას 12 თვე დასჭირდება. გენუას ხიდი აგვისტოში მოულოდნელად ჩაინგრა და ავტომობილები და შენობები მოიყოლა. 1200 მეტრი სიგრძის ხიდის ჩანგრევის შედეგად დაიღუპა 43 ადამიანი. მომხდარი იტალიის თანამედროვე ისტორიაში შეაფასეს როგორც ყველაზე მასშტაბური ტრაგედია.