იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს ჩამოიყვანენ რომი-თბილისის სპეციალური რეისით ჩამოიყვანენ. როგორც ცნობილია, იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით ორი რეისი შესრულდება. საქართველოს 200 მოქალაქის ქვეყანაში ჩამოყვანას ფინანსურად საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს და მოქალაქეები არაფერს იხდიან.
რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ამბობს, ბორტგამცილებლებს ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი, მიეცათ ეკიპირება რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მათი უსაფრთხოება.