France 24-ის (ფრანს 24) ცნობით, იტალიაში ულტრამემარჯვენე შინაგან საქმეთა მი-ნისტრის მიერ მომზადებული ანტისაიმიგრაციო დეკრეტი ძალაში შევიდა. კანონის მიხედვით, მარტივდება ქვეყნიდან მიგრანტების გაძევება, ცხოვრების უფ-ლების მიღება კი უფრო რთულდება. დეკრეტს, სენატის შემდეგ, პარლამენტის ქვედა პალატის 396-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.