ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი მგზავრების ნაწილს, რომელსაც ანალიზები ჩაუტარდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თვითმფრინავში მყოფი პირების ნაწილს ანალიზებს დღესაც აუღებენ. შეგახსენებთ რომი თბილისის რეისით საქართველოს მთავრობამ იტალიიდან საქართველოს 156 მოქალაქე ცამოიყვანა. მათგან 7 პირს აეროპორტში სიცხე და ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩნდა.