იტალიიდან საქართველოში ჩამოსული 20 წლის გოგო ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს კლინიკაში შესვლისას ტემპერატურა 38,5 გრადუსი დაუფიქსირდა, თუმცა მედიკოსები ამბობენ, რომ ამ დროისთვის ტემპერატურა 37,2 გრადუსამდე ჩამოვიდა.
ექიმების ვარაუდით, გოგონას მწვავე ვირუსული ინფექცია აქვს და კორონავირუსი, სავარაუდოდ, არ დადასტურდება, თუმცა ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია და სამედიცინო დაწესებულებაში პასუხს ელოდებიან.