ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "იუვენტუსი" "აიაქსს" უმასპინძლებს. ტურინში ამსტარდამული გუნდის საგულშემატკივროდ რამდენიმე ათასი ფანი ჩავიდა და იტალიის პოლიციამ არეულობის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომები მიიღო - 54 ქომაგს იარაღი და პეტარდები აღმოუჩინეს და ქვეყნიდან გააძევეს. იტალიის შსს მინისტრის განცხადებით არეულობის მოწყობის უფლებას არავის მისცემენ და ქვეყანა ბოლომდე დასცულია.