ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გაცხადებით, იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა მოქალაქეების ჯანმრთელობა პრიორიტეტია. მისივე თქმით, ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარეც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება გამართლებული და დროულია რაც შეეხება იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას პირდაპირი რეისებით აპირებდნენ, თურენავას თქმით, ამაზე სახელმწიფო იზრუნებს. ხოლო დეტალურ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ საელჩოს მეშვეობით გავრცელდება. შეგახსენებთ, ირანის და ჩინეთის შემდეგ, პირდაპირი ფრენები იტალიასთანაც შეჩერდა.