იტალიაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ - დაღუპულია ერთი ადამიანი - Palitra News

იტალიაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ - დაღუპულია ერთი ადამიანი

2019-05-22 18:27:36+04:00

იტალიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ტურისტული ავტობუსი, რომელშიც 50 ტურისტი იმყოფებოდა ფლორენციიდან სიენაში მიემართებოდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 30-მდე კი დაშავდა. სააგენტოს ინფორმაციით, 4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. აღსანიშნავია, რომ ავტობუსში რუსი, სომეხი, მოლდოველი, ქართველი და უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.