კორონავირუსის გამო, იტალიაში ყველა შიდა სპორტული ღონისძიება 3 აპრილამდე გადაიდო. განცხადებას იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
გადაწყვეტილება იტალიის სერია A-ს, სხვა საფეხბურთო და სპორტულ ლიგებსაც ეხება, თუმცა ის იტალიური კლუბები და ნაკრებები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე გამოდიან, ქვეყნის ღირსების დაცვას ჩვეულებრივად გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირის ყველა მატჩი სერია A-ში უმაყურებლოდ ჩატარდა.