08:41
23 იანვარი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
იტალიაში სახლებს უფასოდ არიგებენ - რა უნდა გააკეთოთ, იმისთვის, რომ სახლი მიიღოთ?
11-12-2019

კუნძულ სიცილიაზე, ბივონის თემის ხელისუფლებამ უძრავი ქონების გაყიდვის პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტში სახლის შეძენა 1 ევროდ შეიძლება.

პროგრამის მიზანია ქალაქის მოსახლეობის რიცხვის გაზრდა, ვინაიდან ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი განუხრელად მცირდება. 40 წლის წინ ბივონაში 8 ათასი ადამიანი, ახლა კი მხოლოდ 3,8 ათასი ცხოვრობს.

გასაყიდად გამოტანილი ობიექტების ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია, სხვები კი მინიმალურ რემონტს საჭიროებს. უძრავი ქონების ყიდვის მსურველმა 2750 ევროს ოდენობის გირაო უნდა გადაიხადოს, რომელიც სახლის რემონტს ან რესტავრაციას უნდა მოხმარდეს. სამუშაოების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მსურველებს 4 წელს აძლევს. აღსანიშნავია,რომ მყიდველს სახლში მუდმივად ცხოვრების ვალდებულება არ ექნება - უძრავი ქონება შესაძლოა რესტორნად ან მაღაზიად გადააკეთოს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
mari
11-12-2019
kargi ideaa.............
სხვა სიახლეები