საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ თანამოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
"როიტერსის" ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 150 ადამიანი დაინფიცირებულია.