იტალიაში, სხეულის განზრახ დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 31 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ქალაქ კაპრიში აიყვანეს. როგორც სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში ჩანს, მან ყოფილ მეგობარ ქალს სახეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა. შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. სქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ იგივე ბრალდებით საქმე იტალიის ქალაქ მოდენაშიც იყო აღძრული.