იტალიაში გრადისკას სადეპორტო დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა. ინფორმაცია იტალიურ მედიაში გავრცელდა. ფაქტს ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია.მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ უწყებაში.