იტალიაში, აღდგომის დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის პრევენციის მიზნით, 3-დღიანი მკაცრი „ლოქდაუნი“ ამოქმედდა. იტალიის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა, აიკრძალა არააუცილებელი გადაადგილება, დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობის უფლება აქვთ, ოჯახებში სტუმრების დასაშვები რაოდენობა კი ორამდე შეიზღუდა. აღსანიშნავია, რომ ეკლესიები ღია რჩება, თუმცა მრევლს მოუწოდებენ, ღვთისმსახურებას საკუთარ რეგიონებში მდებარე ეკლესიებში დაესწრონ. იტალიის მთავრობის განცხადებით, „ლოქდაუნის“ წესების დაცვაზე მეთვალყურეობის განხორციელების მიზნით ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელის მობილიზება მოხდა.