11:54
20 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
იტალიაში ოთხი ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კორონვირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება
13-08-2020

იტალიაში საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, მალტადან და ესპანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კორონვირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება. იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანზას განცხადებით, შესაბამის განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევების ზრდაა. „წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ, რათა შევინარჩუნოთ ის შედეგები, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთობლივი თავდადების შედეგად მივაღწიეთ,“- აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა. ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 481 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 251 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 35 000-ს აჭარბებს.

AutoPlay
საყოველთაო ამნისტიის აქტის დამტკიცების მოთხოვნით ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოეწყო
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
აზერბაიჯანში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ირანში კორონავირუსს კიდევ 166 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
დავით ფურცხვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაური - სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების შესახებ მუქარა სერიოზულია და ამას დავამტკიცებთ
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები