იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს - Palitra News

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს

2020-03-06 16:01:12+04:00

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას პირდაპირი რეისებით აპირებდნენ, სახელმწიფო იზრუნებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა ასეთი მოქალაქეების დაბრუნების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.