იტალიაში ახალი კორონავირუსით კიდევ 525 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის მანძილზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 4 316 შეადგინა. ახალი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 887-ს შეადგენს. დაინფიცირებულთა რიცხვი 128 948-ს აღწევს. კორონავირუსისგან იტალიაში 21 815 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ბოლო დღეების მონაცემებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი იკლებს.