იტალიაში კორონავირუსის გამო, ყველა სკოლა და უნივერსიტეტი იხურება. ამ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად სასწავლო პროცესი 10 დღის განმავლობაში შეწყდება. გარდა ამისა, პროფესიონალური სპორტული თამაშები ერთი თვის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 107 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 3 000-ს აღწევს.