იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 15 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 449 648-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, შემთხვევების რეკორდული დღიური ზრდა დაფიქსირდა.
გარდა ამისა, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 127 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 36 832-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, იტალიაში კოვიდ 19-სგან 257 374 ადამიანი განიკურნა.