იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. თამარ მოდებაძე საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს. ნეაპოლში მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით ქართველმა ემიგრანტმა გაავრცელა. მოკლული ქალი მხატვარია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოკლულს მეგობრის სახლში 3-დღიანი ძებნის შემდეგ, მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. საკონსულოს მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია, თუმცა უწყება ოჯახთან კონტაქტზეა. თამარ მოდებაძე მხატვარი იყო და ნეაპოლში ცხოვრობდა. მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები" ჰქვია