კორონავირუსის გამო იტალიაში კარანტინი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამ ინფორმაციას BBC იტალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქამდე არსებული კარატინი 3 აპრილის ჩათვლით იყო დაწესებული, თუმცა ვირუსის გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე იტალიის ხელსუფლებამ მისი გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 101 739 შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს ქვეყანაში 11 591 ადამიანი ემსხვერპლა.