10:57
22 ივნისი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იტალიაში Google 100 მილიონი ევროთი დააჯარიმეს
17-05-2021

იტალიაში ამერიკული კომპანია Google, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო, 100 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის ანტიმონოპოლიური სამსახურის კონკურენციის დაცვის სამმართველომ მიიღო, რაც მის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზით გახდა ცნობილი.

ჯარიმა მოყვა ინტერნეტ-გიგანტის უარს, განეთავსებინა ციფრულ მაღაზია Google Play-ზე აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ელექტრომობილებისთვის დამტენი სადგურების მოძიებაში დაეხმარებოდა.

დოკუმენტის თანახმად, ოპერაციულ სისტემა Android-ზე და ინტერნეტ-მაღაზია Google Play-ზე კომპანიას აქვს დომინანტის როლი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, აკონტროლოს აპლიკაციებზე მომხმარებლების წვდომის პროცესი, იტალიაში კი სმარტფონების 75% ანდროიდზე მუშაობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები