იტალიაში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 681 ადამიანი გარდაიცვალა, ახალი შემთხვევების რიცხვმა 4805 შეადგინა.
ქვეყანაში ამ დროისთვის კოვიდ 19-ის 124 632 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 15 362 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების მანძილზე იტალიაში დაღუპულთა და ახალ ინფიცირებულთა რიცხვი წინა პერიოდთან შედარებით მზარდი აღარაა.