იტალიამ შეასრულა გეგმა, რომელიც 12 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 80 %-ის ვაქცინაციას გულისხმობდა, - ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
„დაახლოებით 60 მილიონი მოქალაქიდან 43 მილიონზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული,”- განაცხადა იტალიის კოვიდ-19-ის კომისიის წევრმა გვიდო რასიმ, რომელიც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ყოფილი დირექტორია.
მისი თქმით, მოსახლეობის ამ რაოდენობის ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს.