იტალია, ვაქცინების მიწოდებაში წარმოქმნილი შეფერხების გამო, ფარმაცევტული კომპანიების BioNTech-Pfizer-სა და AstraZeneca– ს წინააღმდეგ, სამართლებრივი ზომების მიღებას გეგმავს.
”ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი ვაქცინაციის პროგრამის გეგმა არ შეიცვალოს. ჩვენ ვააქტიურებთ ყველა არხს, ასე რომ, ევროკომისია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ბატონებმა პატივი სცენ თავიანთ კონტრაქტებს,” - განაცხადა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მსგავსი განცხადება მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემაც გააკეთა. მისი თქმით, ვაქცინების მიწოდების შეფერხება „მიუღებელია“ და კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზული დარღვევაა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იტალია ყველა შესაძლო სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოიყენებს.