იტალიის მთავრობამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს მარკ ესპერს კორონავირუსთან გამკლავების მიზნით სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იტალიის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის ნიღბებისა და სასუნთქი აპარატებით დახმარება სთხოვა. გარდა ამისა, იტალიის მთავრობას სურს, ქვეყანაში განლაგებული აშშ-ის სამხედროები მათ სამედიცინო პერსონალითა და საველე ჰოსპიტლებით დაეხმარონ.