"ისწავლე და დასაქმდი" - თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ახალგაზრდებისთვის პროფესიულ გადამზადებას ითვალსიწინებს. 3 -თვიანი პროგრამა ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დასაქმების პრობლემა ქვეყანაში ისევ მწვავედ დგას, ამიტომ ახალი პროგრამა ახალაგზრდებს საშუალებას მისცემს გადამზადნენ და დასაქმდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. პროგრამით დაინტერესებულ პირებს, რეგისტრაციის გავლა დღეიდან 7 მაისის ჩათვლით, მერიის ვებგვერდზე შეეძლებათ.