მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა არგენტინა 95:75 დაამარცხა. გადამწყვეტ მატჩში ტურნირის ორი მართლაც საუკეთესო გუნდი შეხვდა - ნახევარფინალში ესპანეთმა ორ ოვერტაიმში ავსტრალიას მოუგო, ხოლო არგენტინამ აშშ-ს მძლეველ საფრანგეთს. სამწუხაროდ ფინალი ნახევარფინალებისგან განსხვავებით დაძაბული ვერ გამოვიდა, ესპანეთი მეტოქეს თავიდანვე მიაწვა და მარტივი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რიკი რუბიო დასახელდა, რომელმაც 23 წუთში 20 ქულა 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. არგენტინელთაგან ყველაზე შედეგიანი გაბრიელ დეკი იყო, რომელმაც 24 ქულა მოაგროვა.