მეტროსადგურების გაგრძელების პროექტი ერთ-ერთია, რომელსაც დედაქალაქის განვითარების გენგეგმა გულისხმობს. საუბარია, ორ ახალ მიმართულებაზე. გენგეგმის მიხედვით, მეტროსადგურების ხაზი შესაძლოა ისთ ფოინთი-აეროპორტისა და გლდანის ზოლის მიმართულებით გაგრძელდეს.დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა "სითი ინსტიტუტი საქართველომ" თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები უკვე წარუდგინა.