ისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება. ამასთან, როგორც საელჩო აღნიშნავს, გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია და მოქალაქეებს მოუწოდებს, გამომგზავრებამდე კარგად გაეცნონ ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას.