ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს - Palitra News

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

2019-11-12 16:59:38+04:00

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 12 ნოემბერს ისრაელსა და "ღაზას სექტორში" არსებულ დაჯგუფებას "ისლამური ჯიჰადი" შორის განვითარებული სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, გაიცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი ხასიათის ღონისძიებების გაუქმებებისა და განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში მოქალაქეთა მოქმედების წესის თაობაზე.