ისრაელში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 7 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 214 458-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ისრაელში კოვიდ 19-ს კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 1 378-ს მიაღწია.
დღეიდან ისრაელში კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება.