არქეოლოგებმა ისრაელში, თელ-ავივის ჩრდილოეთით 5 000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს. სპეციალისტების განცხადებით, ეს არის ბრინჯაოს ხანის ყველაზე მასშტაბური ურბანული ტერიტორია, რომელიც რეგიონში დღემდე აღმოუჩენიათ, რამაც შესაძლოა ძირეულად შეუცვალოს ინფორმაცია თუ როდის დაიწყო აღნიშნულ რეგიონში რთული, დახვეწილი ურბანიზაცია.ქალაქი, რომელიც თელ-ავივიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, საგზაო სამუშაოების დროს შემთხვევით იპოვეს. არქეოლოგები მას აღწერენ, როგორც "კოსმოპოლიტურს და დაგეგმარებულს". ქალაქის ფართობი 65 ჰექტარს მოიცავს, სადაც დაახლოებით 6000-მე ადამიანის სახლები მდებარეობდა. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს "ადრეული ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკია".