ისრაელმა სირიაში ირანისა და სირიის სამხედრო ძალების ათეულობით სამიზნის წინააღმდეგ საპასუხო საჰაერო თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენელზე დაყედნობით ავრცელებს.
"ირანის სამხედრო ძალების მიერ სირიის ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ გუშინ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების ავიაგამანადგურებლებმა ირანისა და სირიის სამხედრო ძალების ათეულობით სამიზნეზე იერიში მიიტანეს", - ნათქვამია ისრაელის სამხედრო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA იუწყება, რომ სირიის თავდაცვის ძალებმა ისრაელის გამანადგურებლების მიერ გაშვებული რაკეტების უმეტესობის განადგურება მანამდე შეძლეს, სანამ ისინი სამიზნეებს მიაღწევდნენ. შეგახსენებთ, რომ 19 ნომებერს სირიამ ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობების მიმართულებით რაკეტები გაუშვა.